სახელგატეხილი საუნა რუსთავში - „ვისაც ხედავ, ეგაა, ამოირჩიე...“

    ქალაქ რუსთავში, სასტუმრო „რუსთავის“ პირველ სართულზე, საეჭვო რეპუტაციის საუნა ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას. ეს სწორედ ის საუნაა, სადაც წლების წინ სპეცოპერაცია ვარდების ხელისუფლების მრისხანე მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჩაატარა. მაშინ საუნაში პროსტიტუციის ფაქტი დადასტურდა. დაწესებულებაში მოულოდნელად შევარდნილ სამართალდამცავებს შიშველი ქალები და მათი კლიენტები დახვდათ. სპეცოპერაცია ვიდეოკამერით გადაიღეს და სკანდალური კადრებიც მთელმა ქვეყანამ ნახა საინფორმაციო საშუალებებით.


humanrights.ge-ს რუსთაველებმა არაერთხელ სთხოვეს, დაინტერესებულიყო ამ დაწესებულებით და გაგვერკვია, რა ხდება იქ. სასტუმრო „რუსთავს“ 10 ივნისს საღამოს 21:00 საათზე ვესტუმრეთ. საუნის მიმდებარე ტერიტორიაზე და შესასვლელში რამდენიმე გამომწვევად ჩაცმული ქალბატონი ვნახეთ.

ჩვენთან ერთად მუშაობდა ადგილობრივი გაზეთის „რუსთავის ამბების“ ჟურნალისტი გიორგი მაზმიშვილი, რომელიც საუნას შიგნით არსებული ვითარების გასარკვევად ჩამწერით შევიდა შენობაში. გიორგის მიერ მოპოვებულ ჩანაწერში შემდეგ დიალოგი ისმის:

ჟურნალისტი: ვის შეიძლება დაველაპარაკო? პატარა გოგონები არ გყავთ?

ქალბატონის პასუხი: ვისაც ხედავ ეგაა. ამოირჩიე!

ჟურნალისტი: მე რომ ყველა მომწონს?

შემდეგ ჩანაწერში საუბარი ფასებზე გადადის.



„მითხრეს, რომ გოგონებიდან სასურველი მეძავის ამორჩევა ჩემი ნება-სურვილით უნდა მოიმხდარიყო. მე ამოვიჩიე ერთ-ერთი გოგო, რომელსაც ერქვა მაკა. მან მითხრა მომსახურების ფასი - 60 დან 70 ლარამდე. ფასებს შორის განსხვავება რის მიხედვით იყო, ვერ მივხვდი. იმ დროს საუნაში იყო 6 ქალბატონი, ასე 30-40 წლამდე“, – იხსენებს მაზმიშვილი.

სასტუმრო „რუსთავში“ საუნის გარდა ოცამდე სხვადასხვა დაწესებულებაა. შენობაში დევნილებიც ცხოვრობენ. დევნილებმა გვითხრეს, რომ საუნას საქმიანობა მათ არ აწუხებთ და ადმინისტრაციითაც კმაყოფილები არიან, რადგან მათი წყალობით, დევნილობის 17 წლის განმავლობაში თავშესაფრის გარეშე არ დარჩენილან.

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთმა დევნილმა საუნასთან დაკავშირებით გვითხრა: „ზღვისპირეთში გაზრდილ კაცს არაფერი მიკვირს, მაგრამ მაშინ ერთი რამ ვიცოდით - ქართველ ქალს თავისი კდემამოსილება ჰქონდა და რასაც სხვას, მაგალითად ზოგიერთ რუს ქალბატონს ვკადრებდით, მისთვის არ უნდა გვეკადრებინა. ამ საუნის შემხედვარემ კი ქართველ ქალებზე წარმოდგენა დავკარგე. მესმის, რომ ასეთი ადგილები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ქალაქის ცენტრში ეს არ უნდა ხდებოდეს. მსგავსი დაწესებულებები ცოტა მიფარებელში მაინც უნდა იყოს“.

ჩვენ ვესაუბრეთ შპს „ბიზნეს-ცენტრ სასტუმრო რუსთავის“ დირექტორს მალხაზ ალბორაშვილს. საუბრის დასაწყისში, როცა ინტერვიუს თემა ავუხსენით, ალბორაშვილმა გვკითხა: „ასეთი სახით რატომ შემოხვედით კაბინეტში?“ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახის გამომეტყველება არ მოეწონა კომენტარზე უარი არ უთქვამს: „შეგიძლიათ საჯარო რეესტრში მიბრძანდეთ და იქ გაარკვიოთ, ეს საუნა ვისია. ჩვენ საუნის ფართი გვაქვს იჯარით გაცემული. არანაირი უფლება არა გვაქვს ჩავერიოთ სამეწარმეო საქმიანობაში. მანდ პროსტიტუციის შესაძლო არსებობაზე მე ვერაფერს გეტყვით. შემიძლია, ის გითხრათ, რომ ჩვენ სასტუმროს ოცამდე ფართი გვაქვს იჯარით გაცემული. ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია“, – განაცხადა მალხაზ ალბორაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს დირექტორმა რატომღაც არ გაგვიმხილა საუნის ფართის დამქირავებლის ვინაობა, ჩვენ ეს ფაქტი ადვილად გავარკვიეთ. საუნაში გვითრეს, რომ იგი ელგუჯა გვაძაბიას ეკუთვნის. გვაძაბია კომენტარზეც უპრობლემოდ დაგვთანხმდა. სასტუმრო „რუსთავის“ დირექტორისგან განსხვავებით, ბევრი ხვეწნა არ დაგვჭირვებია, რომ ვინაობა გაემხილა: „მე გახლავარ ამ საუნის დამქირავებელი. აქ არანაირ პროსტიტუციას ადგილი არა აქვს. კლიენტი მამაკაცი ქალთან ერთად რომ მოვა, მე არა მაქვს უფლება, ჩავეძიო, ვინ მოყავს აქ, ცოლია თუ ვინაა. მე ვინ მეკითხება ამას?! საერთოდ, თავიდან გაუტყდა ამ საუნას სახელი. ეგ ამბები გეხსომებათ თქვენც. ამიტომ ახლაც გვიყურებენ ეჭვის თვალით. ზოგადად, საქართველოში საუნებს არა აქვს კარგი სახელი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, გარწმუნებთ, აქ უზნეობა არაფერი ხდება. მე არაფერს გაბრალებთ, მაგრამ თუ რაღაც ინტერესი არის ყველაფრის მიბმა შეიძლება ერთმანეთზე“.

საუნის თემასთან დაკავშირებით აღნიშნული სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები ჩავწერეთ. ჩვენდა გასაკვირად, ამ საკითხით დაინტერესების გამო, მამაკაცი რესპოდენტებისგან საყვედურიც მივიღეთ: „ამ საუნაზე უნდა დაწეროთ და დაახურინოთ?! ასეთი დაწესებულებები ყოველთვის იყო და იქნება კიდეც. ეს საჭიროა, ჩემო კარგო. აბა, რა გინდათ, ნახევარი რუსთავი ვაჟიშვილი დადიოდეს?!“

რუსთაველებისთვის ზიანის მიყენება არც გვიფიქრია. დავინტერესდით, ზოგადად, ქალაქში ვენერიული დაავადებების კუთხით არსებულ ვითარებით. რუსთავის კანისა და ვენერიული დაავადებების დისპანსერის ხელმძღვანელმა გოჩა ტაბატაძემ გვითრა, რომ ამ მხრივ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ცალეკეულმა კერძო სამედიცინო დაწესებულებებმა ასეთი ვენერიული დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობის უფლება მიიღეს. დაფიქსირებულ ფაქტებზე კი დისპანსერს შეტყობინებას არ უგზავნიან.

„წინათ მოქმედებდა 122-ე მუხლი, რომელიც ვენერიული დაავადების მქონე პაციენტებს იძულებით მკურნალობას აიძულებდა. ეს კანონი დღეს შეიზღუდა. პაციენტი რომ მოდის, არათუ მკურნალობის იძულება, არამედ პასპორტის გამორთმევის უფლებაც არა მაქვს. მესმის, რომ ეს დემოკრატიული რეფორმებია, მაგრამ ამით ბევრი ადამიანის უფლება ირღვევა. წინათ პოლიცია იძულების წესით რომ მოიყვანდა ერთ მეძავს, კარგად ვუმკურნალებდით და ქალაქიც დაისვენებდა“, - გვითხრა დისპანსერის ხელმძღვანელმა.

პროსტიტუციის ანუ სხეულით ვაჭრობის შესახებ საკანონმდებლო ნორმებს სისხლის სამართლის კოდექში ვკითხულობთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი არსებულ კანონმდებლობაზე გვესაუბრება: „კანონმდებლობით დასჯადია პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებელი ბინის დათმობა. ამას განსაზღვრავს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი. თუმცა, ამ მუხლით ვერ დაისჯება სექსუალური ურთიერთობისთვის ფართის ერთჯერადი დათმობა. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა ეს ხშირად ხდება და სისტემატიური ხასიათისაა. პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც ასეთ საქმიანობას ხელს უწყობს - უთმობის მის საკუთრებაში არსებულ ფართს. აქ მნიშვნელოვანია დამტკიცდეს, ფართის დამქირავებელმა (ამ შემთხვევაში - საუნის ან სასტუმროს მეპატრონემ) იცის თუ არა სავარაუდო პროსტიტუციის არსებობაზე. დანაშაულის დასამტკიცებლად მნიშვნელოვანია ე.წ. განზრახვის არსებობა“.

პროსტიტუციის შესაძლო არსებობაზე როცა საუბრობენ, საზოგადოებას აინტერესებს, ვინ მფარველობს ასეთ დაწესებულებებს. ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობისას ცნობილი იყო, რომ ასეთ ობიექტებს სამრთალდამცავები „პატრონობდნენ“ და მეძავებს ინფორმატორებადაც იყენებდნენ. ძნელი სათქმელია, გადაიბარა თუ არა მემკვიდრეობად არაოფიციალური სამეძავო სახლების პატრონობა ნაქებმა საპატრულო პოლიციამ ან სხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა. თუმცა, საეჭვო რეპუტაციის დაწესებულებების მუშაობის შესწავლა სწორედ მათ ევალებათ. ინფორმაციისთვის ერთსაც დავძენთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური მოკვლევისას საუნასთან ახლოს 15-20 წუთის განმავლობაში პატრულის მანქანა იდგა.


მანონ ბოკუჩავა
ქვემო ქართლი

მასალა გამოქვეყნდა საიტზე www.humanrights.ge
სტატიის გამოყენება აღნიშნული საიტის მითითების გარეშე აკრძალულია!

Sauna in Rustavi – “You Can Choose Any of These Girls…”

Sauna with suspicious reputation continues working on the ground floor of the Hotel “Rustavi” in Rustavi city. It is the sauna where the cruel minister of the Rose government Irakli Okruashvili (former minister of interior) carried out special operation years ago. The fact of prostitution was confirmed in the sauna. The law enforcement officers found naked women and their clients in the building. The special operation was video-recorded and the entire Georgia saw them in news programs of the national TV-Channels.

Rustavi residents urged the Humanrights.ge to get interested in the institution several times. Finally we visited the Hotel “Rustavi” at 9:00 pm on June 10. We saw several women standing near the Sauna.

Journalist Giorgi Mazmishvili from the local newspaper “Rustavi News” accompanied us to the Sauna. He entered the building with audio-recorder.

Journalist: Who can I talk with? Do not you have young girls?

A woman: Everybody is here and you can choose from them.

The journalist: I like all of them.

Then they start speaking about prices.

“I was told to choose the girl according to my wish. I choose Maka. She said I had to pay 60-70 GEL. I could not make out the reason of the difference between prices; there were 6 women in the sauna; their age was under 30-40,” recalled Mazmishvili.

There are about 20 other agencies working in the Hotel “Rustavi” besides sauna. The IDPs also live in the building. They said the sauna does not bother them and they have no complaints about the sauna administration because the IDPs have been sheltering the building for 17 years without any problems.

Despite that, one IDP told us: “I was brought up on the seaside and nothing can surprise me. But we always knew one thing – Georgian woman was bashful; for example, we had always treat them politely. Looking at this sauna, I have lost my perfect opinion about Georgian women. I know that similar places will always work but it should not happen in the city center. They should work in the suburbs.”

We interviewed the director of the Business-Center Hotel “Rustavi” Ltd Malkhaz Alborashvili. At the beginning he asked: “Why did you enter my room with such an impression on your face?”

Although he did not like our face expression, he did not refuse to give an interview. “You can go to the Public Registration Agency and find out who is the owner of the sauna. We have leased out the space. We have no right to interfere in the activities of the sauna. I cannot say anything about prostitution facts there. I can say only one thing: about 20 spaces are leased out at the hotel and there is nothing illegal here,” said Malkhaz Alborashvili.

Although the hotel director did not tell us the name of the leaser of the sauna space, we easily found it out. We were told in the sauna that it belongs to Elguja Gvadzabia. He also agreed to give an interview to us. Unlike the hotel director he immediately told his name. “I have leased this sauna. No prostitution facts occur here. If a man comes here with a woman I cannot say anything – maybe she is his wife or somebody else. It is not my business. Generally, people started speaking nasty things about this sauna from the very beginning. You might remember the old incident about it. So, people still look at us in suspicion. Generally, saunas do not have good reputation in Georgia. But in our case believe me nothing immoral happens here. I do not blame you in anything but if there is some interest behind it, you can invent many accusations against us.”

We interviewed people near the hotel. The male respondents even rebuked us for being interested in this issue. “Are you going to write an article about the sauna and close it down?! There always were similar institutions in the country because they are necessary. Do you want the boys of Rustavi to be virgin?!”

We did not want to harm Rustavi residents. We got interested in the contagious diseases in the city. The head of the Rustavi dispenser for skin and contagious diseases Gocha Tabatadze said they do not have exact statistics about the diseases because private medical institutions received right to treat patients with contagious diseases and they do not send information to the dispenser about sick patients.

“In the past, article 122 was in force which obliged the patients with contiguous diseases to treat. Now this law was restricted. When a patient comes here, we cannot even request his passport. I know that this is democratic reform but the rights of many people are breached in this case. In the past, the police used to forcibly bring a prostitute here, we treated them and the people did not have reason to worry about in the city,” said the head of the dispenser.

Criminal Code regulates the prostitution in the country. Lawyer of the Georgian Young Lawyers Association Gagi Mosiashvili speaks about the law. “A person is punished if s/he assigns a space or accommodation to another person for prostitution. It is regulated under article 254 of the criminal code. However, this article cannot punish a person for giving a space to another person for single case. The action can be punished if it happens frequently or permanently. The person, who supports the illegal activity by assigning the space, will be punished. Here we have to prove whether the tenant (the owner of the sauna or the hotel) has information about the prostitution in the space. To prove the guiltiness, so called existence of intention should be proved.”

When we speak about the prostitution, the society is curious about the person who protects similar institutions. During the governance of the ex-president Shevardnadze similar institutions were protected by the law enforcement officials and they used the prostitutes as informers. It is difficult to say whether the patrol police inherited this function from the old police. However, they are entitled to investigate the situation in the suspicious institutions. And one more thing, during our journalistic survey, a patrol police car was standing near the sauna for 15-20 minutes.

Manon Bokuchava, Kvemo Kartli

Comments

Anonymous said…
ალბათ, პირველად ინანე ცხოვრებაში რომ კაცი არ ხარ *)ჩემზე გეთქვა მთლად კადრებს გამოგიტანდი*))