საქართველო ’’ სტრატეგიული მოთმინებით’’ ნატოს კარზე კაკუნს აგრძელებს

აღნიშნული, ტექსტი წამოადგენს, მხოლოდ, ტიპიურ ბლოგურ მასალას. შესაბამისად, მასში მე ანუ ავტორი თავს უფლებას ვაძლევ გამოვთქვა საკუთარი მოსაზრებები და შეფასებები.




4-8 ივლისს თბილისში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 ჟურნალისტი საქართველოს საგარეო საფრთხეებზე და ქვეყნის სტარეტიგიულ პარტნიორებზე მსჯელობდა. ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნება მედიის წარმომადგენლებში მათი შეკრების მიზეზმა, ანუ ტრენინგმა ,,ნატოს პოლიტიკა და ნატო -საქართველოს ურთიერთობები’’ გამოიწვია.

ტრენინგის ორგანიზატორები ,, ნატოს სამოკავშირეო ოფისი საქართველოში’’, ,, საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ’’, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, გზა ნატოსკენ’’ და ,, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი’’ იყო.

ოთხი დღე რეგიონის და ცენტრალური მედია საშუალებების წარმომადგენლები, ტრენერებისგან იღებდნენ ინფორმაციას ნატოს შესახებ. ასევე, რაც მთავარია ვარკვევდით რა ეტაპზე არის ნატო-საქართველოს ურთიერთობები.
აღნიშნულ შეკრებაზე შედგა ტელეხიდი საქართველო-ბრიუსელი. ვესაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სიმონსს. ასევე ტელეხიდი შედგა გრიგოლ ვაშაძესთან (საქართველოს ელჩი ნატოში) და ლინას ლინკევიჩთან – ლიტვის ელჩი ნატოში. ამ სიაში პირველი პიროვნების დიპლომატიამ ჟურნალისტები გაოცებული დაგვტოვა)))

ტრენერები გვყავდა ყოველგვარი გადამეტების გარეშე საუკეთესო ექსპერტები. ვისაუბრეთ ქვეყნის საერთაშორისო საფრთხეებზე, ნატოს სტრატეგიულ და ვიტყოდი საბედისწერო მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის და ა. შ

რადგან ეს ტექსტი არ წარმოადგენს სტატიას, არამედ, უბრალოდ, ჩემი პირადი ხედვაა და ტიპიური ბლოგური მასალა - თავს უფლებას მივცემ ტრენერების საუბრიდან მხოლოდ ჩემთვის საინტერესო დეტალები გაგაცნოთ.
















ალექსანდრე რონდელი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (ტრენერი)















ზურაბ აბაშიძე – საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში (ტრენერი)












ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიის მოადგილე ელენე ხოშტარია(ტრენერი)












თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დავით ნარდაია (ტრენერი)



















ანდრო ბარნოვი - სტრატეგიისა და გავითარების ინსტიტუტი (ტრენერი)



,, ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ყველა ხიდი ჩვენს უკან ან ჩვენ თვითონ დავწცით ან დაგვიბომბეს’’ – თქვა აბაშიძემ ჩვენ ტრენინგზე.
,,ნატოს წევრ ქვეყნებში რუსეთთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგისთვის ის მტერია და ზოგისთვის პარტნიორი’’ – გვიხსნის ზურაბ აბაშიძე. ამ ფრაზამ ჟურნალისტები გააოცა.


ფაქტია, რომ ბევრს უჭირს იმისი გაგება, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ზოგადად საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის პატარ-პატარა ,, უსამართლობები ’’ დასაშვებია.

ატომური იარაღი, ზესახემწიფოს სტატუსისთვის ბრძოლა, მიმდინარე კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ტერორიზმი – ამ ყველაფერს რადიკალიზმით ვერ შველიან. ამიტომაც ლავირებს, სიტუაციას ერგება და აბალანსებს მსოფლიო წესრიგს ნატო.
,, ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინოა დავალება, რომელიც მივიღეთ ნატოსგან და უნდა შევასრულოთ ის. ახლა მხოლოდ ეს გვევალება. სხვათაშორის იმ მოსაზრებას, რომ ამერიკამ გაგვყიდა არანაირად არ ვეთანხმები. მერწმუნეთ ამისი არანაირი მოცემულობა არ არსებობს’’ – გვითხრა ზურაბ აბაშიძე.
ჩვენ კითხვას თუ რატომ მიიღეს 2009 წელს ალბანეთი ნატოში ისე, რომ ჩვენზე ბევრად უარესად ქონდა საქმე დემოკრატიის კუთხით ტრენერმა – დიპლომატიური აკადემიის რექტორმა იოსებ ცინცაძემ ასე გვიპასუხა:
,, ალბანეთის უკან რუსეთის აჩრდილი არ იდგა’’.

ყველაფერი გასაგებია.

მიუხედავ იმისა, რომ რუსეთი არ არის ნატოს წვრი ქვეყანა. ის გარკვეული ქვეყნების, მაგალითად გერმანიის და საფრანგეთის გადაწყვეტილებებზე საქართველოსთან დაკავშირებით გავლენას ახდენს.

ასეთი ერთი შეხედვით ჩიხის მიუხედავდ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დავით ნარდაია ირწმუნება, რომ იმის შემდეგ რაც ქვეყნის თავდაცვის სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები გახდება ნატოს სტანდარტის, ჩვენ ნატოს წევრობის რეალური შანსი გვექნება.
როგორც მოგეხსენებათ დღეის მდგომარეობით საქართველო ნატოს ჯარებთან ერთად ავღანეთში მონაწილეობს ISAF –ის (საერთაშორიოს უსაფრთხოების მხარდამჭერი მისია) მისიაში.
თავის მხრივ ნატომ გადაწვიტა მიეღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან მისი წევრები. ამ მოვლენის შემდეგ უკრაინამ თვისი სურვილით უარი თქვა ნატოზე.

საქართველო უარის თქმას არ აპირებს, მაგრამ 40 კილომეტრში მდგომი რუსისი ჯარის გამო აიტერესებს როდის მოხდება მისი გაწევრიანება.
სწორედ, როდის კითხვას არ პასუხობს ნატო. გადაწყვეტილება კი იქნა მიღებული, მაგრამ არ მიუთითეს დრო ჩვენი გაწევრიანებისა.


ტელ-ხიდისას ბრიუსელთან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომაგენელს სიმონსს ასეთი კითხვა დაუსვი. ,, საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაითვალისწინებს თუ არა ნატო იმას, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული აგრესიული მეზობლის რუსეთის მიერ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს არამედ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას?’’ ამ კითხვაზე პასუხარდ მივიღე, რომ ჩვენ გვმართებს ,, სტარეტიგიული მოთმინება’’. ეტაპობრივად ნატოს სტანდარტებთან მისადაგება და ა.შ. პრინციპში ეს პასუხი მოსალოდნელიც იყო. არიქა თქვენ გიჭირთ და მოდით ჩქარა თავი შეაფარეთ ნატოს ქოლგასო არავინ გვეტყოდა.

ბოლოს მინდა აღვნიშნო და ალბათ პირველად ცხოვრებაში ჩვენ უაღრესად არაკომპეტენტურ, არაკანონმორჩილ მთავრობაზე ერთი ორი კარგი სიტყვა უნდა დავწერო.


ჩვენი, ტრენინგის მონაწილეების სასიამოვნოდ გაოცება გამოიწვია თავისი კომპერტენტურობით, ინტელექტით და რეალური შეფასებით სიტუაციის - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიის მოადგილე, ელენე ხოშტარიამ. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, სადაც მინდა გითხრათ რომ კრიტიკის ობიექტი თავად მთავრობაც იყო, ჟურნალისტებმა ერთხმად ღმერთს მადლობა ვუთხარით, რომ ჩვენ მთავრორობაში ასეთი ადამიებიც ყოფილან თურმე. სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი არ ხელმძღვანელობს ნატოში საქართველოს წარმომადგენლობას.

მანონ ბოკუჩავა

Comments