ქვემო ქართლის ძველი ეკლესიები ნაგავასაყრელებადაა ქცეული

  
მანონ ბოკუჩავა
ქვემო ქართლი 
    presage.tv







ქვემო ქართლის რეგიონში ათეულობით განადგურების პირას მყოფი ძველი ეკლესიაა. მათი დიდი ნაწილი რეგიონის სხვადასხვა რაიონების სოფლებშია. ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება მათ მიმართ, ხშირად არაერთგვაროვანია. ზოგიერთ შემთხვევაში ძველ ტაძრებს დამატებით პრობლემებს უქმნის როგორც ადგილობრივი არაქართული, ასევე - ქართული მოსახლეობაც.
        

    presage.tv- ი  ბოლნისის რაიონის, სოფელ ქვემო გულავერის ეკლესიას ესტუმრა. მას, ოთხივე კედელი დღემდე შემორჩა, თუმცა ოთხივე მათგანს მსხვილი ბზარები დაყვება. ტაძრის დასავლეთ კედელზე ჯვრის ფორმის ჩუქურთმის ნაწილია შემორჩენილი. ეკლესიას ეტყობა, რომ უკვე არაერთხელაა გადაკეთებული. მის გარშემო კი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი ყრია. ტაძრის შიგნით, სადაც, საუკუნეების წინათ, წესით საკურთხეველი უნდა ყოფილიყო - დამსხვრეული მინის ბოთლები, ძველი ფეხსაცმელები და ნაგვით სავეს ტომრებია მიმოფანტული

”მე ამ სოფლიდან არ ვარ, მაგრამ ხშირად მიწევს გულავერის ეკლესიის გვერდით გავლა. ძალიან მწყდება გული, რომ ადგილობრივები არ უფრთხილდებიან ტაძარს. ნაგავსაც ყრიან და ეკლესიიდან ჩამოცვენილი ქვებიც მიაქვთ. მახსოვს, დაახლოებით ხუთი წლის წინ ეკლესიას სახურავიც ჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ჩამოიშალა და ახლა მისგან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილიღა დარჩა. აქ, აზერბაიჯანულთან ერთად რამდენიმე ქართული ოჯახიც ცხოვრობს. არ მესმის, რატომ არ აქცევენ ამ ყველაფერს ყურადღებას. ხან ძროხას მიაბამენ ეკლესიის კედელთან და ხანაც ქათმებს უშვებენ შიგნით“ – ამბობს ბოლნისელი გოგი გველესიანი.
               
                           
ის, რომ დანაგვიანებულ გარემოს შეუძლია დააჩქაროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც იციან. მათი თქმით, ურიგო არ იქნება, თუ პოლიცია ამ კუთხითაც იმუშავებს.

”ჩვენ არ შეგვიძლია ადგილობრივ მოსახლეობას ავუკრძალოთ ნაგვის დაყრა, მაგრამ ეს შეუძლია პოლიციას. ალბათ, თუ ჩატარდება ახალგაზრდული აქციები და ნელ-ნელა დაიწყება ასეთი ძეგლების დასუფთავება კარგი იქნება. ამით ეკლესიაც უკეთესად შეინახება და ადგილობრივი მოსახლეობაც, მიხვდება, რომ ასეთ ადგილებს გაფრთხილება სჭიდება. რაც შეეხება ქვემო გულავერის ეკლესიას, ნამდვიულად კარგი ტაძარია. ის დაახლოებით გვიანი შუა საუკუნის პერიოდისაა. სამწუხაროდ, წელს სარეაბილიტაციო ეკლესიების გეგმაში ვერ მოხვდა.

ხომ გესმით - საქართველოში 15 000 ასეთი კულტურული მემკვიდრების ძეგლია. ყველას ერთბაშად აღდგენის თანხა არ არის... როცა გადასაწყვეტია ოშკი აღდგეს, თუ ქვემო გულავერის ტაძარი, გადაწყვეტილება ცხადია, ოშკის სასარგებლოდ დგება“ – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, გიორგი გაგოშიძე. მისი თქმით გულავერის ტაძრის მსგავს მდგომარეობაში იმყოფება ბოლნისის რაიონის სოფელი დარბაზის მე-13 საუკუნის ეკლესიაც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აგვიხსნეს, რომ მათ შეუძლიათ კერძო სექტორიდან შემოსული თანხითაც მოამზადონ ტაძრის რესტავრაციის პროექტი და დაიწყონ მუშაობა მის აღსადგენად.



   ,, გარდაბნის მაცნე" :  ნაციონალებო, ხომ ,,ოპტომ''  ხართ?!   შეგიძლიათ,  თქვენი მრავალრიცხოვნება საქმეს მოახმაროთ..
    დაავალეთ რაიონულ ნაც-შტაბებს, ასეთი ტაძრების დასუფთავება. ჩვენი კი, როგორმე გადავიტანთ, თუ   ჩვენი იდეით,  საზოგადოების თვალში ქულებს დაიწერთ.

Comments