!!! თვის ბოლოს აფხაზეთში თურქეთიდან ბიზნესმენთა დიდ დელეგაციას ელიან !!!


თვის ბოლოს აფხაზეთში თურქეთიდან ბიზნესმენთა დიდ დელეგაციას ელიან.ამის შესახებ სააგენტო "იზრუსი" აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ბესლან ეშბას განცხადებაზე დაყდნობით იუწყება."თვის ბოლოს აფხაზეთში თურქეთიდან ბიზნესმენთა დიდი დელეგაცია ჩავა, რაც რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თურქეთში ამასწინანდელი ვიზიტის შედეგია" – განაცხადა ეშბამ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, აფხაზეთი ისრაელთან პირდაპირი ავია-მიმოსვლის დამყარებას გეგმავს.

"აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, ისრაელს პირდაპირი ავიამიმოსვლის დამყარება შესთავაზოს. ამმხრივ ისრაელი რუსეთთან და თურქეთთან ერთად ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნულ საკითხზე წინასწარი განხილვა უკვე გაიმართა ჩვენს ებრაელ პარტნიორებთან, რომლებიც აფხაზეთში იყვნენ ჩამოსულები", - განაცხადა ეშბამ, რომელსაც მხედველობაში 13-15 აპრილს აფხაზეთში ვიზიტით მყოფი ებრაული კომპანია Global CST-ის დელეგაცია ჰყავს.

როგორც "იზრუსი" წერს, ბესლან ეშბა "საქართველოს პარლამენტარების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელთა თანახმად, "იმ ებრაელი და თურქი ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთში ბიზნესს განავითარებენ, სამართლებრივი ღონისძიებები გატარდება".

"საქართველოს ხელისუფლება შორსმჭვრეტელობას ვერ ამჟღავნებს. როგორც ჩანს, მათ დღემდე ვერ გაიგეს, რომ ეკონომიკური განვითარება სანქციებით ვერ მოხდება და საჭიროა მოძველებული მიდგომების შეცვლა. თუ მთელი მსოფლიო უკვე მიხვდა, რომ ისეთ რესპუბლიკებთან, როგორებიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია, ურთიერთქმედების მექანიზმების ძიებაა საჭირო, ქართველებმა, როგორც ჩანს, ეს ამ დრომდე ვერ შეიგნეს", - დასძინა ეშბამ.

Comments