თადარიგიანი რუსთავის პოლიცია და ,,გამქრალი” აქტივისტები

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv 

„ქართული პარტიის” რუსთავის ოფისის თავჯდომარის მოადგილე, გოჩა კაკოიშვილი 21 მაისს დააკავეს.   „პოლიციამ ის სახლში დააკავა. ბრალი წაუყენეს წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. ცხადია, ბრალდება აბსურდულია, უბრალოდ 21-ში ყველგან და რუსთავშიც ფიქრობდნენ, რომ ოქრუაშვილი ჩამოდიოდა და აქციებს ჩვენც ვიწყებდით. ასე ვთქვათ, წინასწარ თადარიგი დაიჭირეს“ – საუბრობს “ქართული პარტიის” რუსთავსი ოფისის ხელმძღვანელი, გელა ღუნწკიძე.

მისი ინფორმაციით, კაკოიშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა გამოცხადა, თუმცა გადაწყვეტილება პარტიამ შეაცვლევინა. „არანაირი აზრი არ ქონდა მის შიმშილობას. ასე საკუთარ ჯანმრთელობას ვნებდა მხოლოდ” – გვითხრა ღუნწკიძემ.

38 წლის, გოჩა კაკოიშვილს რუსთავის საქალაქო სასამრთლომ 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. „ქართული პარტიის” ინფორმაციით, გაუგებარი მიზეზის გამო კაკოიშვილი სასჯელს თეთრიწყაროს რაიონში იხდის.

ამ დრომდე ვერ ხერხდება „სახალხო კრების” რუსთავის წევრებთან დაკავშირება. გათიშულია მათი პირადი ტელეფონების ნომრები. ასევე, 21-მაისიდან დღემდე დაკეტილია კრების ქვემო ქართლის რაიონული ოფისები.


პ.ს  ქვემო ქართლში  მოქმედ ერთ-ერთ გაზეთს ვთხოვთ შეწყვიტოს ჩვენი მასალების  ქურდობა.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით დავაყენოთ აღნიშნული მედიასაშუალების რედაქტორის პასუხისმგებლობის საკითხი.  

Comments