შსს საკადრო ცვლილებები ქვემო ქართლში

kkpress.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი - გელა ბედოიძე;

რუსთავის საქალაქო სამმართველოს ხელმძრვანელი - იოსებ სიგუა;

გარდაბნის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - დავით ქოიავა;

მარნეულის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - ტარიელ მაისურაძე;

ბოლნისის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - მამუკა რეხვიაშვილი;

თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - ჯემალ ჩარექაშვილი;

დმანისის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - გელა ქურდაძე;

წალკის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - სოსო ენდელაძე.


გ.მ - ჩემი მოკრძალებული რჩევები:

1. არ უთხრა ჟურნალისტს შემდეგი სიტყვები: ,,მიმართე პრესცენტრს". ეს ნებისმიერ ჟურნალისტს თქვენი  მყისიერი მოგუდვის  სურვილს უჩენს. ასევე, კომენტარის არ მიცემა იწვევს სხვადასხვა არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას. რაც საქმეზე არასწორს საზოგადოებრივ აზრს ქმნის და ეს არც თქვენ გაწყობთ.  

2. სულ ელემენტარული. მოიქეცით ჩვეულებრივი მოკვდავივით, როდესაც არ გეჩქარებათ სამსახურეობრივ საქმეზე გააჩერეთ წითელზე. ზოგადად ეცადეთ თანამდებობამ ,,ახალაიას  სინდრომი" არ დაგმართოთ. 

3. პატივი ეცით ადამიანის უფლებებს. დღეს აღარ ბნელა საზოგადოებაში. უმრავლესობამ კარგად იცის თქვენ და თქვენს უწყებას რისი უფლება აქვს. მათ,  ასევე იციან უწყებების  მათ მიმართ დაშვებული შეცდომებისას, რომელ ორგანიზაციებს მიმართონ. ამიტომ ნუ მიეჩვევით თავნებობას. 

4. თანამშრომლები არ ამუშაოთ თითქმის 24 საათიანი დატვირთვით. ზოგადად ცნობილია, რომ თქვენი უწყებებში  კადრები მეტ-ნაკლებად აგრესიულები არიან. მიზეზი კი ის ყოველდღიური სტრესია, რაც მათ სამსახურს ახლავს. ამიტომ დაასვენეთ პერიოდულად , მიეცით შვებულებები და წაახალისეთ ვისაც ეკუთვნის. 

5. აქვე რჩევა: ნაკლები ქეიფი. ასეთ დროს, როგორც წესი თქვენი თანამშრომლები ყვებიან იმ საქმეების დეტალებს რაზეც  ძიები ჯერ არ დასრულებულა. მერა ვიღაც რაღაცას მოკრავს ყურს და ჩვენი სარკვევია რა სახის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე.

6. თუ, რომელიმე თქვენგანი ამას წაიკითხავს და იტყვის ნეტა ერთი შენო.. ზუსტად იცოდეთ თქვენგან არაფერი გამოვა და სულ ცოტა ხანში ერთი მეორის მიყოლებით თქვენი კარიერისთვის საბედისწერო შეცდომებს  ჩაიდენთ. 

7. და ბოლოს მადლობა მე, რომ ასეთი დიდსულოვანი ვარ ))

Comments