უჩვეულოდ ზრდილობიანი ძარცვა, თუ დანაკლისის გადაფარვის ხერხი

kkpress.ge

რუსთავის სტაბულის ბაზარი, რამდენიმე დღის წინ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საბითუმო ნაწილის, ერთ-ერთი კომერციული ობიექტის მეპატრონემ განაცხადა, რომ გაძარცვეს.

აღნიშნულ თემაზე მუშაობისას ძარცვასთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა ვერსია გამოიკვეთა. მაღაზიას, რომელიც ამ ამბის მთავრი გმირია, როგორც ბაზრის ადმინისტრაცია ასევე, გარშემო მომუშავე კომერციული ობიექტების თანამშროლმებმა, ფინანსების მოწესრიგების კუთხით უარყოფითად ახასიათებენ.

მათი თქმით, აღნიშნულ კომერციულ ობიექტს უკვე 4-ჯერ ჰქონდა სერიოზული დანაკლისი. ამბობენ, რომ როგორც წესი დანაკლისი აქვს მაღაზიის ე.წ სიგარეტების სექციის მხარეს. ბაზრის თანამშრომელთა გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ძარცვის შემდეგ მაღაზიის კარი, სავარაუდოდ ქურდმა ორი ახალი ბოქლომით დაკეტა. შემდეგ კი ძველი ბოქლომები მაღაზიის სიახლოვეს დააწყო.

ინფორმაციას წარსულში მაღაზიის ფინანსურს პრობლემებთან დაკავშირებით გვიდასტურებს ბაზრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა დვალი. ,, ცხადია, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, თუმცა გარკვეული ეჭვები უკვე გამოითვა. ჩვემთვის ცნობილია, რომ ამ მაღაზიას ძალიან ხშირად აქვს დანაკლისები. ერთხელ დააკლდათ 8 000ლარი, მეორედ 15 000ლარი. ძირითადად, დანაკლისი სიგარეტების ვაჭრობიდან არის, რადგან ფული მაინც ამ საქონლიდან შემოდის" - საუბრობს დვალი.

აღნიშულ ბაზარს ადმინისტრციის თქმით, დაცვის სამსახურის გარდა ვიდეოკამერებიც აკონტროლებენ. ბაზრის ხელმძღვანელი, მამუკა ცხოვრებაძე, ამბობს რომ კამერები 1 თვეა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ძარცვის ღამის ჩანაწერებს ადგილობრივი პოლიცია ეცნობა. ბაზრის ადმინისტრაციის თქმით, მათ არ იციან იყო, თუ არა ჩანაწერში რაიმე საინტერესო დეტალი.

თემაზე საუბარი არ ისურვა აღნიშნული მაღაზიის ერთ-ერთმა გამყიდველმა. ასევე, ჩვენი მუშაობით უკმაყოფილო დარჩა სხვა კომერციული ობიექტის გამყიდველი, ქალბატონი ცირა. ის მუშაობისას თან დაგვყვებოდა და ცდილობდა მოესმინა რა ინფორმაციას ვიწერდით. მოგვთხოვა საბუთებიც. მოგვიანებით კი გავიგეთ, რომ ეს ქალბატონი სხვა ობიექტის გამყიდველია, თუმცა აღნიშნული ორივე მაღაზია ერთსადაიმავე პიროვნებას ეკუთვნის.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments