მარნეულის ახალი გამგებელი მუშაობას იწყებს


KKPRESS.GE

მარნეულის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი, პაატა აბრამიშვილი ჰყავს. რაიონის საკრებულომ ის ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. აბრამიშვილი წარსულში შსს მარნეულის სპეცრაზმში მუშაობდა. მოგვიანებით კი საქმიანობა ,,ქართუ ბანკში“ და ,,ელიტა ბურჯში“ გააგრძელა. აბრამიშვილი არჩევნებზე მარნეულის კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მობილურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. გამგებლად მისი კანდიდატურა ,,ოცნების“ ადგილობრივმა შტაბმა წარადგინა.

მუნიციპალიტეტის რიგითი სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი გამგებელი მათ განთავისიფლებებს დაიწყებს. თავად გამგებელი კი აცხადებს, რომ თანამშრომლების მასიურ გაშვებას არ გეგმავს. ,, ყველას საქმეს შევისწავლით. ვნახავთ ვინ, როგორ მუშაობდა და რა დონის პროფესიონალია. ცხადა, არ ვაპირებ კარგი სპეციასტების გაშვებას. აქ, უამრავი საქმეა გასაკეთებელი ..“, - ამბობს, მარნეულის გამგებელი.

აბრამიშვილის თქმით,  ის სულ 4 დღეა რაც მოვალეობის შესრულებას შეუდგა და სამომავლო გეგმებს მედიას მოგვიანებით გააცნობს.

ამჟამად, პაატა აბრამიშვილი მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლადაა არჩეული.  არსებული კანონმდებლობით მას ამ სტატუსით რაიონის მართვა წლობით შეუძლია.
  
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments