რუსთავში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე იმსჯელა + (ვიდეო)

დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხებოდა ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას, დისკრიმინაციას და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სამართალწარმოების პროცესში წარმოშობილ პრობლემებს.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ პროკურატურის, პრობაციის ბიუროს, საპატრულოს, სოციალური სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები. შეხვედრას ,,სიდას" იურისტი თეონა კილაძე უძღვებოდა.




განცხადებას, რაც წყაროს გამჟღავნებას უკავშირდება, შეხვედრაზე მყოფი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები პასუხობდნენ, რომ საქმის მიმდინარეობისას არსებობს მასალების მიწოდების/გაცნობის ვალდებულება, როგორც მომჩივანისთვის ასევე სავარაუდო მოძალადისთვის.

ასევე, დისკუსიისას  ,,სიდას" წარმომადგენლემა შეკრებილ საზოგადოებას დაზარალებული ქალების შეფასებები გააცნო. მათ შორის იყო ერთ-ერთი ბენეფიციარის განცხადება, რომელიც აღნიშნავდა, რომ ძალადობის შემდეგ ოჯახში გამოძახებული პატრულის თანამშრომელი რჩევებს აძლევდა მის მოძალადე მეუღლეს თუ რა დაეწერა იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაწყებულიყო.

ოჯახში ძალადობის სამართლებრივად გადაწყვეტის კუთხით არსებულს სხვა სირთულეებზე კი რუსთავის რაიონული პროკურორი, კონსტანტინე სირაძე საუბრობდა


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments