მარნეულის გამგებელი შესრულებულ პროექტებზე და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს

კითხვებს მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი პასუხობს. ვრცელი ინტერვიუ მუნიციპალიტეტში შესრულებულ პროექტებს და იმ სირთულეებს ეხება, რომელთა დაძლევასაც ადგილობრივი ხელისუფლება წელს გეგმავს.  

თქვენი გამგებლად არჩევის შემდეგ, რომელი მასშტაბური პროექტები განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში?

 მოგეხსენებათ, რომ მარნეულის მოსახლეობის წინაშე,  წლების განმავლობაში მწვავე პრობლემას სასმელი წყლის უქონლობა წარმოადგენდა. ამ მიმართულებით  ჩვენ გუნდს, მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. სასმელი წყლით მოსახლეობის დაკმაყოფილება   გასული  სამი წლის  წინანდელი მდგომარეობით  10%-ს არ აღემატებოდა. ამ ეტაპისთვის  სასმელი წყლით უზრუნველყოფა მოხდა  მოსახლეობის 85%-90% -ით, ამისთვის კი საკმაოდ მასშტაბური პროექტები განხორციელდა. მაგალითად 2013 წელს - სასმელ წყალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სოფელში; 2014  წლის მონაცემებით, სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია  40 სოფელში განხორციელდა და ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა  2015 წელს. (როგორიცაა ჭაბურღილის მოწყობა, წყლის საქაჩი ტუმბოების მონტაჟი, სისიტემის რეაბილიტაცია, რეზერვუარების მონტაჟი, მილგაყვანილობის მოწყობა და ა.შ)


ბოლო სამი წლის განმავლობაში რეაბილიტირდა და  გაიწმინდა სარწყავი წყლის მილები სხვადასხვა სოფლებში, როგორც მელიორაციის სამსახურის, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.  ასევე მასშტაბური  იყო ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში, გარე განათებების მოწყობა/მონტაჟის სამუშაოებიც, რომელმაც მოიცვა მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი და ქალაქის უმრავლესი ქუჩა.

მასშტაბური პროექტები განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით 2014-2015 წლებში და ასე გრძელდება, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც. 2014 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ მოასფალტდა 17 400 გრძ/მ. 2015 წელს კი მოასფალტდა 19 500 გრძ/მეტრი გზის საფარი. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მარნეული-მირზოვკა-ქუთლიარის გზის რეაბილიტაცია იყო, რომელიც 21 კმ-იანი გზის მონაკვეთის მოასფალტება/მობეტონებას გულისხმობდა და რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ იქნა დაფინანსებული.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ,  საბავშვო ბაღების მიმართულებით გაწეული სამუშაოები.  რთული მდგომარეობა იყო თითქმის ყველა საბავშვო ბაღში, სწორედ ამიტომ 2012 წლიდან დღემდე თითქმის ყველა ბაღი რეაბილიტირდა. გარდა რეაბილიტაციისა ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა სოფელ კაპანახჩში, სოფელ ხიხანში, დამიაში (მცირე ტიპის),  ახალი ბაღი შეემატება სოფელ აღმამედლოს,  ხოლო ერთი ახალი საბავშვო ბაღი შენდება სოფელ სადახლოში, რომელიც 150 ბავშვზეა გათვილი,  ასევე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება სოფელ ალგეთში(150 ბავშვზე გათვლილი). აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულის #3 საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 400 აღსაზრდელზე - კაპიტალურად რემონტდება.  საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება თანადაფინასებით,  მსოფლიო ბანკი გრანტის სახით 85 %-ს აფინანსებს, თვითმმართველობა კი 15 %-ს.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა გასულ წელს, რომელიც გულისხმობს სასკოლო მზაობის ცენტრების გახსნას მუნიციპალიტეტში, რომლის მიზანია  5-6 წლის სკოლამდელი ასაკის  ბავშვებში  გონებრივი, ფიზიკური და  ესთეტიკური აღზრდა, ამის გარდა ქართული ენის შესწავლა ეთნიკურად არაქართველ აღსაზრდელებში.  პროექტის ფარგლებში  6 ასეთი ცენტრი გაიხსნა მუნიციპალიტეტში, რომლის იდეა ა(ა)ი.პ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებას" ეკუთვნის, ხოლო პროექტში ჩართული  პარტნიორები-მარნეულის მუნიციპალიტეტი,  იაპონიისა და პოლონეთის საელჩო და 6 საჯარო სკოლაა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია თანამედროვე ბიბლიოთეკის მშენებლობა ქალაქ მარნეულში. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც არ აქვთ ერთად შეკრების ადგილი, სადაც ისაუბრებენ და  საზოგადოებას გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას. გამომდინარე აქედან, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, მე მათ შევპირდი, რომ აუცილებლად აშენდებოდა ქალაქში ისეთი ადგილი, სადაც ისინი შეძლებდნენ შეკრებას და შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებას. სწორედ ამიტომ გასული წლის (2014 წელს) ოქტომბერში, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე რუსთაველის #71-ში დაიწყო, თანამედროვე სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომლის მიზანია მოემსახუროს  ცოდნაზე,  განათლებაზე ორიენტირებულ  წიგნიერი, განათლებული და ლოგიკურად მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების საქმეს. გარდა ამისა, ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა - „ფინჯან ყავაზე" თავშეყრის, ერთმანეთთან აზრების გაზიარების, ლიტერატურული საღამოების მოწყობის და ა.შ

ერთ-ერთი უდიდესი და მასშტაბური პროექტი, რომელიც გასულ წელს განვახორციელდეთ და რა თქმა უნდა წელსაც გრძელდება, არის სამოქალაქო ბიუჯეტი/თანამონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი,  რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებისა და  ხარჯვის პროცესში,  მოქალქეების ინტერესების გამოხატვის  საშუალებას იძლევა. მარნეული იყო პირველი მუნიციპალიტეტი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერ კავკასიის რეგიონში სადაც ეს პროექტი, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით  საპილოტედ დაინერგა და რომლის პრაქტიკის გადაღებაზეც, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, მათ ხელმძღვანელ პირებთან  აქტიური მუშაობით მიმდინარეობს.
პროექტი მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც მისი  განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალქეების ჩართულობას მათი ქალაქისა და სოფლების მომავალი განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში. მით უფრო როცა მოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
არ შეიძლება არ აღინიშნოს  საგანმანათლებლო მულტიკულტურული პროექტი ფესტივალი „ერთიანი კავკასია" (One Caucasus), რომელიც ჩვენთან, სოფელ წერაქვში, 2014 წლიდან, პოლონურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით  იმართება და რომლის მიზანია შექმნას საერთო კულტურული სივრცე და წაახალისოს სამოქალაქო, ურთიერთინტეგრაციული ურთიერთობები კავკასიის რეგიონში.  მარნეული არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები  მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, შესაბამისად იქმნება შთამაგონებელი,  უსაფრთხო და  თავისუფალი  სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საქართველოში  შეხვდებიან  ერთმანეთს.

ფესტივალი თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებს  და  მოხალისეებს როგორც  კავკასიის რეგიონიდან, ასევე მთლიანად მსოფლიოდან.  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ONE CAUCASUS"-ის ინტერდისციპლინარული პროგრამის ფარგლებში ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ  სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის, მათი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით  იქმნება საგანმანათლებლო პროგრამები, ადგილობრივ ბავშვებს არაფორმალურ გარემოში  სხვადასხვა თემატიკის ვორქშოფები უტარდებათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემონახულია ისტორიულ-არქიტექტურტურული ძეგლები, მათი დაცვისა და შემდგომი რეაბილიტაციისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თანამედროვე მეთოდებით განხორციელდა დაახლოებით 108 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მათ შორის ქრისტიანული, მუსლიმანური, გრიგორიანული რელიგიური  ძეგლების ინვენტარიზაცია/კვლევა.  რის შემდეგაც ეტაპობრივად მიმდინარეობს კულტურის სამინისტროსთან მუშაობა, მათთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება არამარტო ძეგლის დაცვას შეუწყობს ხელს, ასევე დიდ მნიშვნელობა ექნება მათ აღდგენას შემდგომში ტურიზმის, განვითარების ხელშეწყობისთვის. 

რაც შეეხება, უახლესი პერიოდის დროინდელ ისტორიულ ძეგლებს, მათგან შესწავლილი იქნა გერმანული დასახლებები , რომლებიც ახკერპისა და თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარეობს. აღწერასა და შესაბამის კვლევასთან ერთად, ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მოხდება მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება და კონკრეტულ ობიექტებზე გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელება. 
შესრულებულმა სამუშაოებმა აჩვენა, რომ კვლევა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და თვითმმართველობა გააგრძელებს ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომლებიც კანონის ფარგლებში უფლებამოსილები არიან ძეგლთა დაცვაზე და მათთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს შენარჩუნებული იქნას ამ ძეგლების ავთენტურობა და შემდეგ თაობებს გადაეცეთ პირვანდელი სახით.


თუ წინა ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის ძირითად პრობლემას სასმელი და სარწყავი წყლის საკითხები წარმოადგენდა და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მთავარ პრიორიტეტს აღნიშნული მიმართულება წარმოადგენდა, წელს ვითარება შეცვლილია, რადგან ეს საკითხი, მუნიციპალიტეტში მეტ-ნაკლებად გადავჭერით. წელს ძირითადად,  პრიორიტეტულ საკითხებს, მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე წარმოადგენს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,  საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა/ რეაბილიტაცია  და სხვა ინფრასტრუქტურულ-სოციალური პროექტები.

მოგეხსენებათ, რომ მარნეული მულტიეთნიკური რაიონია, სადაც  სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რწმენის ადამიანები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ვცდილობთ ამ მრავალფეროვნების გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის,  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა ამ თანაცხოვრების  ხელშეწყობას, კულტურული ურთიერთიერთობების გაღრმავებას და ურთიერთ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობა, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების გამართვით. სწორედ, ამას ემსახურება, ჩვენი  გუნდის იდეა, რომ მარნეულმა შეიძინოს ეთნოტურიზმის ნიშა, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს ამ ჰარმონიული თანაცხოვრების გარემო. სწორედ ესაა ის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა, რაც ჩვენს წინაშე დგას და რომლის განხორციელებასაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ. აქ მრავალეთნიკური ხალხი ცხოვრობს, თავიანთი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით, რაც რა თქმა უნდა ტურისტის დასაინტერესებლად  მნიშვნელოვანია. აქტიურად მიმდინარეობს  მოლაპარაკებები   უცხოურ ორგანიზაციებთან,  ეთნოტურიზმის განვითარების მიზნით. რაც ნიშნავს, რომ უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ  გაეცნონ და ეზიარონ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვადასხვა  ეთნოსის (ქართული, აზერბაიჯანული,  სომხური და სხვა)  ტრადიციებს და კულტურას.  ამ ყველაფერს ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული არეალიც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი ტურისტებისათვის საინტერესო და მიმზიდველ მუნიციპალიტეტად  იქცეს. ცხადია, ამისთვის აუცილებელია ფინანსები, სწორი დაგეგმვა და პროფესიონალი კადრების მომზადება.


ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის  ყველა მწვავე ინფრასტრუქტურულ პრობლემას გავუმკლავდით და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა ისევ თავდაუზოგავად მიმდინარეობს, დარჩენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, სწორედ ამ დრომდე მოუგვარებელი მწვავე პრობლემა -  ნარჩენების მართვის  სერვისის დახვეწა წარმოადგენს.   ამიტომ  მცდილობთ  ამ მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები   გავატაროთ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დავგეგმეთ და ეტაპობრივათ ვახორციელებთ, არის  მუნიციპალიტეტში  ნარჩენების სეპარირებისთვის  განკუთვნილი ყუთების  დადგმა, რომელსაც  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე  ვახორციელებთ.  ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გასულ დღეებში გადმოგვეცა მუყაოს  ნარჩენებისთვის განკუთვნილი 20 კონტეინერი, პლასტიკისა და მუყაოს  ნარჩენების საპრესი აპარატურა. აღნიშნული კონტეინერები ქალაქ მარნეულში  წინასწარ შერჩეულ ადგილებზე-საჯარო და კერძო  დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.


ვინაიდან ბიბლიოთეკას მრავალფუნქციური უნდა იყოს, ბევრი ნიუანსის გათავლისწინება მოგვიწია და შესაბამისად ამ მიმართულებით  სამუშაოც დროში გაიწელა.  მოგეხსენებათ, შენობის მშენებლობა და რემონტი უკვე დასრულებულია, ახლა მიმდინარებს ეზოს კეთილმოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც კი დასრულდება აღნიშნული სკვერის სამუშაოები და დაიტვირთება შიდა ფართი,  უახლოეს მომავალში საზეიმოდ გავხსნით.
ბიბლიოთეკა იქნება საგანმანათლებლო კერა, რომელიც თავს მოუყრის ყველა ასაკის ადამიანს და რომლით სარგებლობაც (თანაც უფასოდ) შეეძლებათ, არამარტო მარნეულელებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს. ბიბლიოთეკაში იქნება  ლიტერატურული კაფე და ელექტრონული   სამკითხველოთი. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სერვისი მარნეულში მცხოვრებთათვის არის ინოვაცია და სიახლე.  ბიბლიოთეკაში აუცილებლად განთავსდება ტურიზმის საინფორმაციო ოთახი, სადაც თავს მოიყრის მარნეულის შესახებ ყველა ინფორმაცია და ტურისტებისთვის გათავალისწინებული მომსახურების სერვისი.  აღსანიშნავია, რომ შენობა ადამპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც, სადაც მოწყობილია   მათთვის პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილი.


თვითმმართველობას სოციალური  მიმართულებით შემუშავებული აქვს 20- ზე მეტი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით, სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებს, მათ ვისაც ესაჭიროებათ გადაუდებელი ოპერაციები, დიალეზზე მყოფ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს,  სოციალურად დაუცველებს, ობოლ სტუდენტებს, ომში დაღუპულთა ოჯახებს, დევნილებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიით დაზარალებულ  ოჯახებს  და  ასე შემდეგ. 


მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველობის რეფორმა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას გულისხმობს, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობას   და გამჭვირვალობას, რაც თავისთავად მისასალმებელია, რომელიც ამავდროულად ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების პასუხსმგებლობის ხარისხსს ამაღლებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთი ხელისმოსმით არ კეთდება და რეფორის გამყარებას წლები სჭირდება და გამოცდილება. ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, ვიძენთ შესაბამის გამოცდილებას, ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც მიმართულია თვითმმართველობების გაძლიერებისკენ, რაც ცხადია, ზრდის როგორც დემოკრატიის ხარისხსს, ასევე ხელს უწყობს სახალხო მმართველობის ღირებულებებისა და უნარ-ჩვევევის ჩამოყალიბება/განმტკიცებას.

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: "ინფორმაცია მოდის შენ სოფელში - რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის." პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აფინანსებს. პროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა მასალა გამოქვეყნდება ქართულ-აზერბაიჯანულ რეგიონულ/ბეჭდურ გამოცემაში.


Yol infrastrukturasının inkşafı istiqamətində də 2014-2015 ci illərdə miqyaslı layihələr həyata keçirildi. Bu ildə davam etdirilir. 2014 cü il bələdiyyə miqyasında 17 400 uzun/m. 2015 ci ildə isə 19 500 uzun/m. yol asfaltlaşdırıldı. Cari ildə miqyaslı layihələrdən biri Marneuli-Mirzovka-Kürdlər yolunun reabilitasiyası oldu. Bu layihə 21 km-lik yolun asfaltmaşdırılması/betonlaşdırılmasını nəzərdə tuturdu və nəqliyyat yolları departamenti tərəfindən maliyyələşdirildi.Yerli Hakimiyyət tərəfindən uşaq bağçalarının inkşafına xərclənən əməyi qeyd etməmək olmaz. Demək olar hər bir uşaq bağçasında vəziyyət yaxşı deyildi. Məhz buna görə 2012 ci ildən bu günədək demək olar hər bir bağça təmir olundu. Təmirdən əlavə Kəpənəkçi, Xixan, Dəmyə(kiçik həcmli), yeni uşaq bağçası istifadəyə verildi. Ağməmmədli kəndinə bir uşaq bağçası əlavə olunacaq. Sadaxlı kəndində 150 uşaq üçün nəzərdə tutulmuş bağça inşaa olunur. Eyni zamanda Alget kəndində də yeni uşaq bağçasının inşaası planlaşdırılır(150 uşaq üçün nəzərdə tutulub). Qeyd etmək lazımdır ki, Marneuli şəhərinin 400 uşağa xidmət göstərən 3 saylı uşaq bağçası kapital təmirdən çıxır. 


Layihədə Marneuli Bələdiyyəsi, Yaponiya və Polşa səfirlikləri və 6 ictimai məktəb tərəfdaş kimi iştirak edir. Marneuli şəhərində müassir kitabxananın inşaası vacib layihələrdən biridir. Qeyd etmək lazımdır ki, bələdiyyədə istedadlı gənclər çoxdur. Lakin öz bacarıqlarını ictimaiyyətə tanıtmaq üçün bir yerə toplanma, söhbət etmə imkanları yoxdur. Buradan irəli gələrək mən tədbirlərin birində onlara söz verdim ki, şəhərdə onların bir yerə toplanıb müzakirələr aparması üçün müvafiq bina inşaa etdirəcəm. Elə buna görə də ötən ilin (2014 cü il) oktyabrında, Marneuli şəhərinin mərkəzi küçəsində Rustaveli 71-də, müassir standartlara cavab verən kitabxana binasının inşaasına başladıq. Kitabxana elm, təhsil, kitaba marağı olan, təhsilli və məntiqi düşüncəyə malik gənclərin yetişməsinə xidmət göstərəcək. Bundan əlavə binada gənclərin 1 stəkan çay və ya qəhvə içmə, müzakirələr aparma, fikirləri ilə bölüşmə, ədəbiyyat gecələrinin keçirilməsi və s imkanı olacaq. Ötən il həyata keçirdiyimiz və əlbətdəki, bu ildə davam edəcək miqyaslı layihələrdən biri vətəndaş/bərabəriştiraklı büdcə layihəsidir.  Layihə yerli büdcənin bölünməsi və xərclənməsi prosesində vətəndaşların maraqlarının nəzərə alınmasına imkan yaradır. Marneuli yalnız Gürcüstanda deyil Zaqafqaziyada bu layihənin həyata keçirildiyi ilk Bələdiyyədələdiyyə rəhbərləri ilə fəal iş davam edir. Layihə Bələdiyyə üçün çox önəmlidir, beləki, onun həyata keçirilməsi şəhərin və kəndlərin gələcəyi inkşafı üçün vacib qərarların qəbulunda vətəndaşların iştirak etməsinə imkan verir. Büdcənin planlaşdırılması prosesinə vətəndaşların qatılması demokratik ölkə üçün ən vacib komponentlərdən biridir.











Yerli Özünüidarəetmə üçün ən önəmli məsələlərdən biri indiyədək həllini tapmamış tullantıların idarəedilməsi servisinin inkşafı məsələsidir. Ona görə də bu istiqamətdə vacib tədbirlər keçirməyə çalışırıq. Belə layihələrimizdən biri bələdiyyədə tullantıların ayrıd edilməsi üçün yerləşdiriləcək xüsusi qablardır. Tullantıların ayrıd edilməsi layihəsini müxtəlif təşkilatlar ilə birlikdə həyata keçiririk. Bir qeyri hökumət təşkilatı ilə əməkdaşlıq nəticəsində bizə ötən günlərdə kardon kağızların üçün nəzərdə tutulan 20 konteyner, plastika və kardon qalıqlarını presləşdirən avadanlıq verildi. Sözü gedən konteynerlər Marneuli şəhərində əvvəlcədən nəzərdə tutulmuş ictimai və özəl müəssisələrin qarşısına yerləşdiriləcək.










Comments