გარდაბანსა და რუსთავში ბლოკ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” წარწერები დაუტოვეს და ერთი დროშაც მოპარეს - 25 აგვისტო 2016


დღეს, სავარაუდოდ, გამთენიისას საარჩევნო ბლოკ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" შექმნით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილმა, იერიში ამ გაერთიანებაში შემავალი პარტიების ოფისებზე მიიტანა.

რუსთავში ბურჭულაძის ოფისს მიაწერეს „პაატა+ბიძინა/41" აგრეთვე, ბურჭულაძით უკმაყოფილო წარწერის ავტორმა, რატომღაც ოფისის კართან ჩამოკიდებული ერთი დროშაც გააყოლა ხელს. საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე მიმართეს სამართალდამცავებს.

ჩვენი კოლეგები იუწყებიან კახეთიდან, რომ დღეს დილით ასეთივე წარწერები დახვდათ, ოფისის ფასადზე, ბურჭულაძის პარტიის გურჯაანის წევრებს.


ბურჭულაძის გუნდის გააქტიურებით უკმაყოფილოებს არ გამორჩენიათ აღნიშნულ ბლოკში შემავალი „გირჩების" გარდაბნის ოფისიც. არაზ მაშოვი, რომელიც გარდაბნის შტაბს ხელმღვანელობს ამბობს, რომ წარწერა მათ ბანერზე სავარაუდოდ გამთენიისას გაკეთდა. „ ჩვენ მივმართეთ პოლიციას. გაირკვა, რომ აქვე დგას ვიდეოკამერა, რომელიც ეკუთვნის არა რომელიმე სავაჭრო ობიექტს, არამედ არის სახელმწიფოსი. შესაბამისად, რადგან არის დამონტაჟებული, წესით უნდა იყოს მოქმედი და უნდა გადაეღო ჩვენი ოფისის წინ მომხდარი ფაქტი" - სუბრობს, არაზ მაშოვი.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments