მარნეულის ჩართულობის ცენტრი - დემოკრატიის „კუნძული“ ქვემო ქართლის რეგიონში/ Marneuli Mülki Məşğulluq Mərkəzi – Kvemo Kartli regionunda demokratiya “adası” - 25 აგვისტო 2016

მკითხველისთვის მარნეულის სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრით" ვიწყებთ. მარიამ სამხარაძე ამ ცენტრის კოორდინატორია. ამბობს, რომ გახსნის დღიდან დღემდე  110 ღონისძიება ჩაატარეს. თემატიკა იყო მრავალფეროვანი: განათლების სისტემის პრობლემები მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული დისკუსიები, ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვები, საჯარო შეხვედრები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან - აგრეთვე, ორგანიზება გაუწიეს ღონისძიებებს, სხვა ლოკალურ დონეზე აქტუალურ საკითხებზეც.

მარიამ,  რომელი ორგანიზაციის მიერ შეიქმნა თავდაპირველადჩართულობის ცენტრებირამდენია ქვეყნის მასშტაბითმათიშექმნის მიზანი რა იყოახლარომელი ორგანიზაცია მართავს ამცენტრებსდა როგორია სტატუსი?

2011 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით საქართველოს 10 რეგიონში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსდა. მათგან 6 აღმოსავლეთ საქართველოშია, 4 - დასავლეთში. ქვემო ქართლში ორი ცენტრია - მარნეულსა და რუსთავში.


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სხვადასხვა დაინტერესებულ პირს საჯარო დისკუსიების გასამართად პოლიტიკურად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ. ცენტრების მომხარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით. ცენტრებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ჯგუფს, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სოციალური კუთვნილებისა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი ინიციატივითაც აწყობენ საინფორმაციო შეხვედრა/დისკუსიებს და ცდილობენ ხელი შეუწყონ დიალოგს ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

მაღალი პროფესიონალიზმისა და ხარისხიანი სერვისების გამო ცენტრებთან აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საინიციატივო ჯგუფები და სხვ.

2015 წლის იანვრიდან ცენტრების მართვას ახორციელებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი, რომლის დახმარებითაც  2016 წლის 6 მაისს  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციად დარეგისტრირდა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს აქვს დამოუკიდებელი მართვის სისტემა, ჰყავს 20 თანამშრომელი, აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობა, რომელშიც წარმოდგენილი არიან თავად ცენტრების თანამშრომლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

შექმნის დღიდან დღემდე დაახლოებით რამდენი და რა თემატიკის ღონისძიება ჩაატარა მარნეულის ჩართულობისცენტრმა?

გახსნის დღიდან დღემდე ცენტრმა ჩაატარა 110 ღონისძიება. თემატიკა მრავალფეროვანია: განათლების პრობლემები, გარემოს დაცვა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული დისკუსიები, ბიუჯეტის განხილვები, საჯარო შეხვედრები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ქალთა უფლებების შესახებ შეხვედრები, ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, სხვადასხვა საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის და სხვა. თემატიკის შერჩევისას ყოველთვის გამოვდივართ მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებიდან. ვცდილობთ ისეთი თემა შევარჩიოთ, რაც აუდიტორიას დააინტერესებს და დააფიქრებს აქტიურად იმუშაონ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის მიმართულებით.

როგორია ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება თქვენი ცენტრის მიმართ

ჩვენი ცენტრი უკვე მეხუთე წელია იქცა თავშეყრის ადგილად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, უბრალო მოქალაქეებისა და ახალგაზრდებისთვის.  ისინი ყოველდღიურად მოდიან ჩვენთან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაიმე ღონისძიება დაგეგმილი.

ჩვენგან იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა სიახლეების, მიმდინარე მოვლენების, ჩვენს ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ცენტრში განთავსებულია საინფორმაციო დაფა, სადაც მუდმივად ვანახლებთ ინფორმაციას სხვადასხვა კონკურსების, საგრანტო განაცხადების, ტრენინგების შესახებ. ასევე, მოქალაქეები მოდიან და ეცნობიან ჩვენი ცენტრის ბიბლიოთეკაში თავმოყრილ ლიტერატურას არჩევნების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების შესახებ. ჩვენს ცენტრში თავს იყრის ადგილობრივი გაზეთები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცემული საინფორმაციო ბროშურები. მოქალაქეები მოდიან და ეცნობიან ამ გამოცემებს, მიაქვთ თავიანთი ახლობლებისთვის.
სხვა პირების/ორგანიზაციების მიერ ჩვენს ცენტრში გახსნის დღიდან დღემდე ჩატარდა 1196 ღონისძიება.

როგორ ხედავთ მარნეულის ჩართულობის ცენტრის როლს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაშირასიახლეებს გეგმავთ მომავალში?

ვფიქრობთ, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილზე დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. ყველაზე მთავარ მიღწევად მიგვაჩნია ის, რომ მოქალაქეები ახლა ბევრად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე რამდენიმე წლის უკან.

მოდიან ჩვენთან და ითხოვენ გავუკეთოთ ორგანიზება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რათა მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. გააქტიურდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, მათ დაიწყეს ღიად საუბარი სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებამ გავლენა მოახდინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაზეც.  ადგილობრივი თვითმმართველობა ახლა ბევრად უფრო გამჭვირვალეა, დახვეწეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემა, მათ დაიწყეს აქტიურად თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

როგორია ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის გამოცდილებაგაქვთთუ არაერთობლივი ღონისძიებები?

ჩვენი ცენტრი 3 თვეში ერთხელ მართავს საჯარო შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, იქნება ეს ბიუჯეტის განხილვები, კითხვა-პასუხის შეხვედრები გამგებლისა თუ სხვა საჯარო თანამდებობის პირების მონაწილეობით. ხშირად, ვგეგმავთ ერთობლივ ღონისძიებებს გამგეობის სხვადასხვა ინიციატივებთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ე.წ შუამავალი რგოლი ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

ახლაწინასაარჩევნო პერიოდში რა ღონისძიებებს ჩაატარებთ იმისთვისრომ ამომრჩეველმა შეძლოსინფორმირებული/გააზრებული არჩევანის გაკეთება?

წინასაარჩევნოდ დემოკრატიული ჩართულობის ათივე ცენტრში მუშაობა დაიწყეს საარჩევნო მედია ცენტრებმა. მედია ცენტრებში დაგეგმილია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და საპარლამენტო კანდიდატების ბრიფინგები, თემატური დისკუსიები პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, დებატები მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, ტრენინგები და სემინარები არჩევნების შესახებ, უცხოური და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ბრიფინგები და სხვა. ვფიქრობთ, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად დაეხმარება ამომრჩეველს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში.

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: "ინფორმაცია მოდის შენ სოფელში - რეგიონული მედია მარნეულისმუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის." პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP) აფინანსებსპროექტის ფარგლებში მომზადებული ყველა მასალა გამოქვეყნდება ქართულ-აზერბაიჯანულრეგიონულ/ბეჭდურ გამოცემაში.
პროექტის ავტორი - მანონ ბოკუჩავა


Marneuli Mülki Məşğulluq Mərkəzi - Kvemo Kartli regionunda demokratiya "adası"

Oxucu üçün Marneulinin mülki cəmiyyətini tanıtmağa "Mülki Məşğulluq Mərkəzi" ilə başlayırıq. Mariam Samxaradze bu mərkəzin koordinatorudur. O, deyir ki, açılış günündən bu günə kimi 110 təbir keçiriblər. Mövzular rəngarəng olub: Munisipolitetdə təhsil sistemindəki problemlər, ətraf mühitin mühafizəsi, seçki prosesi ilə əlaqədar olan diskusialar, yerli büdcənin müzakirələri, yerli və mərkəzi hakimiyyət nümayəndələri ilə ictimai görüşlər - eləcə də digər lokal səviyyədə olan aktual məsələlərlə bağlı tədbirlərə təşkilatçılıq ediblər.

Mariam, Mülki Məşğulluq Mərkəzləri ilk olaraq hansı təşkilat tərəfindən yaradıldı? Ölkə miqyasında neçə mərkəz var? Onların yaradılma məqsədi nə idi? İndi, bu mərkəzləri hansı təşkilat idarə edir? Və statusu necədir?

2011-ci ildən Amerika Birləşmiş Ştatlarının Beynəlxalq İnkişaf Agnetliyinin (USAİD) dəstəyi ilə Gürcüstanın 10 regionunda Mülki Məşğulluq Mərkəzləri təsis edildi. Onlardan 6 mərkəz Şərqi Gürcüstandadır, 4 isə qərbdə. Kvemo Kartlidə iki mərkəz var - Marneuli və Rustavidə.
Mülki Məşğulluq Mərkəzləri müxtəlif marağı olan şəxslərə ictimai diskusiaların baş tutuması üçün siyasi olaraq neytral sahə təklif edirlər. Mərkəz istifadəçilərinin, həmçinin təmənnasız internetdən və kitabxanadan istifadə etmək imkanları da var. Mərkəzlərdən siyasi və sosial mənsubiyyətindən asılı olmayaraq hər hansı şəxs və qrup istifadə edə bilər. Mülki Məşğulluq Mərkəzləri region üçün əhəmiyyətli olan məsələlərlə əlaqədar şəxsi təşəbbüsləri ilə də məlumat xarakterli görüş/diskusialar təşkil edirlər və çalışırlar ki, yerli hakimiyyət və cəmiyyət arasında dialoq yaratsınlar.
Yüksək peşəkarlıq və keyfiyyətli xidmətlərə görə mərkəzlərlə qeyri-hökumət təşkilatları, media təşkilatlar, siyasi partiyalar, mərkəzi və yerli hakimiyyət nümayəndələri, beynəlxalq təşkilatlar, tədris müəssisələri, təşəbbüs qrupları və.s. aktiv şəkildə əməkdaşlıq edirlər.
2015-ci ilin yanvar ayından mərkəzlərin idarəsini Şərq-Qərb İdarə İnstitutunun (EWMI) ACCESS-in layihəsi həyata keçirirdi. Layihənin dəstəyi ilə 2016-cı ilin 6 may tarixində Mülki Məşğulluq Mərkəzlərinin şəbəkəsi müstəqil qeyri-hökumət təşkilatı olaraq qeydiyyatdan keçib.
Mülki Məşğulluq Mərkəzlərinin şəbəkəsinin müstəqil idarə sistemi, 20 əməkdaşı, icraçı direktoru və icra hakimiyyəti var. Bunlar mərkəzlərin öz əməkdaşları və müstəqil ekspertlərdən ibarətdir.

Yaradılan gündən bu günə qədər Marneuli Mülki  Məşğulluq Mərkəzi təqribən neçə və hansı mövzularda tədbir keçirib?

Açılan gündən bu günə qədər mərkəz 110 tədbir keçirib. Mövzular rəngarəngdir: Munisipolitetdə təhsil sistemindəki problemlər, ətraf mühitin mühafizəsi, seçki prosesi ilə əlaqədar olan diskusialar, yerli büdcənin müzakirələri, yerli və mərkəzi hakimiyyət nümayəndələri ilə ictimai görüşlər, qadın hüquqlarının müdafiəsi haqqında görüşlər, etnik azlıqların problemləri, gənclər üçün müxtəlif tədris növlü tədbirlər və.s. Mövzu seçərkən həmişə əhalinin, mülki cəmiyyətin maraqlarından dolayı çıxış edirik. Çalışrıq ki, elə mövzu seçək auditoriyanı maraqlandırsın və düşündürsün ki, problemlərin həlli istiqamətində aktiv şəkildə çalışsınlar.

Yerli əhalinin sizin  mərkəzə qarşı münasibəti necədir? Əgər mümkündürsə sizin mərkəzdə digər şəxslər/təşkilatlar tərəfindən keçirilmiş tədbirlərin statistikasını bizə yazın.

Bizim mərkəz artıq beşinci ildir ki, yerli qeyri-hökumət təşkilatlarının, media və siyasi partiya nümayəndələrinin, sadə vətəndaşların və gənclərin toplandığı yerə çevrildi. Onlar, hər hansı tədbirin baş tutacağına və planlaşdırılmayacağına baxmayaq hər gün bizim mərkəzə gəlirlər.

Bizdən müxtəlif yeniliklər, baş verən hadisələr, bizim mərkəzdə planlaşdırılmış tədbirlər haqqında məlumat alırlar. Mərkəzdə məlumat lövhəsi yerləşdirilib, orada müxtəlif müsabiqələr, qrantlar haqda elanlar, təlimlər haqqında yenilənmiş məlumatlar yerləşdiririk. Eləcə də vətəndaşlar gəlirlər və bizim mərkəzin kitabxanasında olan seçkilər, demokratiya, həmçinin, insan hüquqları haqqında ədəbiyyatla tanış olurlar.  Bizim mərkəzdə yerli qəzetlər, eləcə də müxtəlif təşkilatlar tərəfindən çap olunmuş məlumat broşurları da olur. Vətəndaşlar gəlirlər və bu nəşrlərlə tanış olurlar, onlardan öz yaxınları üçün də aparırlar.

Digər şəxslər/təşkilatlar tərəfindən bizim mərkəzdə açılandan bu günə kimi 1196 tədbir keçirilib.
Yerli demokratiyanın inkişafında Marneuli Mülki Məşğulluq Mərkəzinin rolunu necə görürsünüz? Gələcəkdə hansı yenilikləri planlaşdırırsınız?

Düşünürük ki, Marneuli Mülki Məşğulluq Mərkəzi yerində demokratik proseslərin inkişafında vacib rol oynayır. Ən əsas nəaliyyət olaraq isə onu hesab edirik ki, vətəndaşlar indi bir neçə il bundan əvvəl olduğundan daha  fəaldırlar.

Bizim mərkəzə gəlirlər və yerli hakimiyyət nümayəndələri ilə görüş təşkil etməyimizi tələb edirlər ki, onlara maraqlı olan suallara cavab alsınlar. Qeyri-hökumət təşkilatları, jurnalistlər fəallaşdılar və onlar müxtəlif aktual problmlərdən açıq danışmağa başladılar. Mülki cəmiyyətin inkişafı yerli özünüidarəetmə orqanlarının fəaliyyətinə də təsir göstərdi. Yerli özünüidarəetmə indi daha da şəffafdır, ictimaiyyətlə münasibət qurmaq sistemini daha da formalaşdırıblar, onlar yerli cəmiyyətlə aktiv əməkdaşlıq etməyə başladılar.

Mərkəzin və yerli özünüidarəetmə əməkdaşlarının təcrübəsi necədir? Birgə keçirilən tədbirləriniz varmı?

Bizim mərkəz 3 ayda bir dəfə yerli özünüidarəetmə nümayəndələrinin iştirakı ilə görüşlər keçirir, bu büdcə müzakirələri, icra başçısı və ya digər dövlət məmurlarının iştiakı ilə keçirilən sual-cavab rejimində görüşlər olur. Tez-tez icra hakimiyyətinin müxtəlif təşəbbüsləri ilə əlaqədar birgə tədbirlər planlayırıq. Biz belə desək yerli hakimiyyət və mülki cəmiyyət arasında vasitəçiyik. 

İndi, seçkiqabağı dövrdə seçicilərin məlumatlı/düşünərək seçim etməsi üçün hansı tədbirləri keçirəcəksiniz?

Seçkiqabağı Mülki Məşğulluq Mərkəzlərinin 10-da da seçki media mərkəzləri fəaliyyətə başlayıb. Media mərkəzlərdə siyasi partiya nümayəndələri və parlament namizədlərinin brifinqləri, siyasi partiyaların da iştirakı ilə diskusialar, majoritar namizədlər arasında debatlar, seçkilər haqqında təlim və seminarlar, xarici və yerli müşahidəçi təşkilatların brifinqləri və digər tədbirlərin keçirilməsi planlaşdırılıb. Düşünürük ki, bunların hamısı seçiciyə düşünərək seçim etməkdə kömək edəcək. 

გაზეთი "ქვემო ქართლი"
KKPRESS.GE

Comments