მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა - 04 სექტემბერი 2016

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" ქვეყნის რვა რეგიონში ახორციელებს პროექტს: „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის."


პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებების მიერ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისა და მათი გააქტიურებისთვის. რათა ამომრჩევლებმა შეძლონ გააზრებული, დემოკრატიული არჩევანის გაკეთება და შემდგომ პროცესებში მონაწილეობა. მოხდება საქართველოს 8 რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა)
არჩევნების პოპულარიზაცია მრავალფეროვანი საინფორმაციო კამპანიის წარმართვით: საინფორმაციო შეხვედრების მოწყობით, ქუჩის აქციებითა თუ ფლეშმობების გამართვით.




აღნიშნული პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო შეხვერდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში გაიმართა. ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში, რევაზ ეგაძემ ადგილობრივებს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე მიაწოდა: საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები; რას ნიშნავს პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა; რა ცვლილებები განხორციელდა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით; არჩევნების როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში. შეხვედრის ნაწილი დაეთმო არჩევნების დღის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას. ეგაძემ შეკრებილებს კენჭისყრის დღის ამსახველი, ცესკოს მომზადებული, მცირე ფილმი წარუდგინა, რომელსაც აზერბაიჯანული სუბტიტრები ახლდა.


ღონისძიების მიმდინარეობისას დაისვა კითხვები, თუ რა გზებითაა  უზრუნველყოფილი არჩევანის ფარულობა, აგრეთვე ვის და რა ფორმით აქვს საარჩევნო უბანზე გადაღების უფლება. დასმულ კითხვებზე, ცხადია, პასუხები პროექტის მოწვეული ექსპერტისგან მიიღეს. შეხვედრის დასასრულს საუბრობდნენ, რომ 8 ოქტომბერს ოჯახის წევრებთან ერთად მივლენ საარჩევნო უბნებში.

პროექტს „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის" აფინანსებს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრი."

KKPRESS.GE
გაზეთი  „ ქვემო ქართლი" 

Comments