Saturday, February 18, 2017

მეზობლების ახალი წელი



09 იანვარი 2017
 

ბაქოს ცენტრალური ქუჩების ნაწილი საახალწლო განათებებითაა მორთული. საზეიმო განწყობა იგრძნობა მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრებსა და გასართობ ადგილებშიც. ადამიანები ოჯახებთან ერთად სტუმრობენ ბაქოს ბულვარს, საახალწლო ბაზრობას, ყიდულობენ საჩუქრებს. ყველაფერი თითქმის ისევეა, როგორც ჩვენთან. ალბათ, ჩვენნაირად საახალწლო დღეებში ბაქოელებიც ცოტათი იმაზე ბედნიერები არიან, ვიდრე სხვა დღეებში.

ბაქოს ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე საქართველოსდროშიან ბანერს ვხედავთ. გვიხსნიან, რომ ეს იმ კომპანიის კუთვნილებაა, რომელმაც საქართველოს, როგორც პარტნიორის მიმართ, ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა ამ ფორმით გამოხატა. სასტუმროში, სადაც ჩვენ ვართ, 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის დროშაა გამოფენილი. აღმოვაჩინეთ, რომ განსაკუთრებულ ადგილას და ერთმანეთის გვერდიგვერდ საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშებია. ადგილობრივებს უხარიათ, როცა იგებენ, რომ ქართველები ვართ. ჩვენც გვახარებს, რომ აქ სახელი გატეხილი არ გვაქვს.

http://liberali.ge/articles/view/26868/mezoblebis-akhali-tseli

მანონ ბოკუჩავა
liberali.ge




No comments: