გაჩიანელ მოსწავლეებს უფასო ტრანსპორტი დაუნიშნეს


„ ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს რვათვიანი მუშაობის შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის,  გაჩიანის დასახლების არაქართულენოვან მოსწავლეებს უფასო ტრანსპორტი დაუნიშნეს. 60-მდე მოსწავლეს განათლების სამინისტრომ სამარშუტო მიკროავტობუსი გამოუყო, რომელიც მათ გაჩიანიდან რუსთავში ჩაიყვანთ. 

(უზრუნველყოფს ასევე, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ მათ გაჩიანში მიყვანას)
რუსულენოვანი სექტორის მქონე, რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაზე მოსწავლეთა არჩევანი ქართულის არასახარბიელო ცოდნის გამო შეჩერდა. და იმის გამოც, რომ უკვე წლებია გაჩიანის დასახლებიდან ოჯახების ნაწილი, საშუალო განათლების მისაღებად, ამ სკოლას ირჩევს.


სკოლის დირექტორი ბექა შათირიშვილი ამბობს, რომ უფასო ტრანსპორტით გაჩიანიდან მომავალი აზერბაიჯანელი მოსწავლეები და ორი ბოშა მოზარდი სარგებლობს. აცხადებს, რომ სკოლამდე მისვლის პრობლემა მოსწავლეებს აღარ აქვთ.

თემის ადვოკატირებას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახდენდა. ორგანიზაცია პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობდა, როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახალმწიფო მინისტრის“  აპარატთან.


Kvemokartli.ge


მასალის გამოყენა შეგიძლიათ, მხოლოდ, წყაროს მითითებით

Comments