ინფოგრაფიკა - გენდერული ნიშნით ძალადობა ქვემო ქართლში - 25 აპრილი 2017 (Kvemokartli.ge)

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდამ“ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე კვლევა მოამზადა. შედეგები გასული თვის ბოლოს გახდა ცნობილი. ორგანიზაციამ, ზოგადი ტენდენციების აღმოსაჩენად, კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მოდელები გამოიყენა. სამუშაო შესრულდა პროექტის ფარგლებში: ,,იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში.“

კვლევისას გამოიყენეს, როგორც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ასევე პროექტის ფარგლებში 700-მდე ბენეფიციართან მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაცია. დაკვირვების პერიოდი ერთ წელს მოიცავს. (2016 წ)
კვლევა მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის  ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის  ,,იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან (სიფა) პარტნიორობით.

,,ქვემო ქართლის საინფრომაციო პორტალი kvemokartli.ge“ კვლევის ინფოგრაფიკას გთავაზობთ:
ინფოგრაფიკა მოამზადა ნინო მელიქიშვილმა  


Kvemokartli.ge
მასალის გამოყენა შეგიძლიათ, მხოლოდ, წყაროს მითითებით




Comments